,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტი, ერთობლივი პროექტის ფარგლებში შესაძლებლობას აძლევს ადვოკატებს 2017 წლის სექტემბერში გაიარონ ერთთვიანი პროფესიული სტაჟირება ბიზნეს სამართლის მიმართულებით საადვოკატო ბიუროში, გერმანიაში.
სტაჟირების პარალელურად შერჩეული აპლიკანტი გაივლის ათდღიან სემინარს ბიზნეს სამართალში.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბიზნეს სამართალში მოღვაწე, გერმანული ენის მცოდნე ადვოკატს, რომელსაც არ შესრულებია 35 წელი.
პროგრამა სრულად დაფინანსებულია.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა არის 2017 წლის 20 თებერვალი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე tekosvanidze4@gmail.com